ისტ გზამკვლევი I-V-VI კლასებისთვის











ეს არის ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გზამკლვლევი I-V-VI კლასებისთვის.

"გზამკვლევის მიზანია, მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმის ისტ სტანდარტით გათვალისწინებული წლის ბოლოს მისაღწევი შედეგებისა და ინდიკატორების გაცნობიერებაში დაეხმაროს. რიგ შემთხვევაში ინდიკატორებს თან ახლავს  განმარტებები, რეკომენდაციები და სარეკომენდაციო აქტივობების ნიმუშები, რაც მასწავლებლებს გაკვეთილების დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში დაეხმარება. რეკომენდებულია ისტ მასწავლებელმა ითანამშრომლოს სხვა საგნების პედაგოგებთან, მაგალითად, საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ბუნებისმეტყველების გაკვეთილისტვის გამოიყენოს დედამიწის ვირტუალური გლობუსი, რუკა, გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა/პროგრამა  Google Earth. ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებელმა შესაძლებელია მოიძიოს იშვიათი ნაკეთობები/ხელოვნების ნიმუშები.


გზამკვლევში თავების მიხედვით გაეცნობით შემდეგ საკითხებს: 


  • პირველი კლასის სტანდარტი - აქტივობები, შენიშვნები, რეკომენდაციები მშობლებისა და მასწავლებლებისათვის. 
  • მეხუთე კლასის სტანდარტი - ინდიკატორების განმარტებები და დამატებითი ცნობები.
  • მეექვსე კლასის სტანდარტი - ინდიკატორების განმარტებები და დამატებითი ცნობები. 
  • რეკომენდაციები მშობლებისა და მასწავლებლებისათვის. 


გზამკვლევის ბოლოს წარმოდგენილია კომპიუტერულ ტერმინთა ტრანსკრიფციები და განმარტებები. აგრეთვე, მოცემულია სასარგებლო სებ-მისამართების სია.

გზამკვლევს ახლავს დისკი, რომელზეც ჩაწერილია: საგანმანატლებლო ტიპის სავარჯიშო თამაშები, გზამკვლევში აღწერილია აქტივობებში გამოყენებული სურათები, ტექსტური, აუდიო და ვიდეომასალა" - ვკითხულობთ გზამკვლევის შესავალში.

ISBN: ISBN 978-9941-0-3541-8         68 გვერდი
ენა: ქართულიგამომცემელი: ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი
გამოცემის წელი: 2012
პუბლიკაციის ტიპი: სახელმძღვანელო





Comments

Popular posts from this blog

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება სკოლაში