მარტი 9, 2011 ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პილოტირებას გადის და ინერგება ახალი საგნები: სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინგლისური ენა (პირველი კლასიდან), სპორტი, ქართული ცეკვა, მსოფლიო კულტურა. ახალი საგნის - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების - სწავლების მნიშვნელობაზე, ამ საგნის სწავლა-სწავლების ფორმებსა და მეთოდებზე გვესაუბრება ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორ ი , ქ-ნი ნათია ჯოხაძე. ქ-ნო ნათია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების გაძლიერება სახელმწიფოს მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა. რა სიახლეებია დაგეგმილი ამ მიმართულებით? ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფოს და საზოგადოების ნებისმიერ სფეროში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფორმაციული საზოგადოების შექმნა და მსოფლიოს ინფორმაციულ სივრცეში მისი აქტიური ინტეგრირება ნამდვილა...